Accentnews.ge
ბაიდენი: "რუსეთი გაერო-ს წესდებას ურცხვად არღვევს"

ბაიდენი: "რუსეთი გაერო-ს წესდებას ურცხვად არღვევს"

21/09/2022 16:56:04 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას მსოფლიო ლიდერებს მიმართა, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებები მკაცრად დაგმო.

"მსოფლიოში მიმდინარეობს დაუნდობელი არასაჭირო ომი, რომელიც ერთი ადამიანის არჩევანია. გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი შეიჭრა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე და შეეცადა მსოფლიო რუქიდან მის წაშლას. რუსეთმა ურცხვად დაარღვია გაერო-ს წესდება. დღეს კი პრეზიდენტი პუტინი ურცხვად დაემუქრა ევროპას ბირთვული იარაღით" - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შესახებ პუტინის გადაწყვეტილებასა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთთან მიერთების საკითხზე ე.წ რეფერენდუმების დანიშნვასაც გამოეხმაურა. მან ხსენებულ რეფერენდუმებს ბუტაფორული უწოდა. რაც შეეხება მობილიზაციას, მან უარყო პუტინის მტკიცება ამ ნაბიჯის იძულებითობის თაობაზე.

"პუტინი ირწმუნება, რომ იძულებული იყო, ემოქმედა ისე, როგორც მოქმედებს, რადგან რუსეთი ვითომდა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. მაგრამ რუსეთს არავინ დამუქრებია და კონფლიქტი რუსეთის გარდა არავის უნდოდა" - განაცხადა ამერიკის ლიდერმა.

ბაიდენმა მკაცრად დაგმო რუსეთის თავდასხმა უკრაინის სამოქალაქო და კულტურულ ობიექტებზე, ისევე, როგორც სამოქალაქო პირთა მკვლელობები. "მთელი ეს ომი მიმართულია იმაზე, რომ უკრაინას, როგორც სახელმწიფოს, არსებობის უფლება მოუსპონ" - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მან კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ აშშ-ს "ომის ყველასათვის სამართლიანი პირობებით დასრულება სურს და "მუშაობს მოკავშირეებთან, რათა არ დაუშვას რუსეთის თავდასხმა ნატო-ს ქვეყნების ტერიტორიებზე".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S