
ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფული იგზავნება
15/10/2019 10:05:13 ეკონომიკა
2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების სახით $1.25 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც ლარებში $3.7 მილიარდს აღემატება. ფულადი გზავნილების ეს მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 8.5%-ით მეტია.
სხვა წლებთან შედარებით, გზავნილების ეს მოცულობა რეკორდულია. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ცალკეული ქვეყნებიდან - გერმანიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან ნაკადები 10%-ზე მეტად გაიზარდა.
ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი კლება კი რუსეთის ფედერაციიდან ფიქსირდება, საიდანაც წლის 9 თვეში $309.3 მილიონი დოლარი შემოვიდა (თითქმის 1 მლრდ ლარი), ეს 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით ანუ $26.6 მილიონით ნაკლებია.
ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია; შესაბამისად, გზავნილების რეიტინგში ის ქვეყნები ლიდერობენ, სადაც მეტი ემიგრანტი ცხოვრობს.
- რუსეთის ფედერაცია - $309.3 მილიონი, კლება წინა წელთან 8%
- იტალია - $174.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 25%
- საბერძნეთი - $141.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14%
- აშშ - $132.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%
- ისრაელი - $120.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 6%
- თურქეთი - $70.7 მილიონი, კლება წინა წელთან 15%
- გერმანია - $35.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 18%
- ესპანეთი - $29.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 42%
- უკრაინა - $35.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14%
- პოლონეთი - $16.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 44%
- საფრანგეთი - $23.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 98%
- ყაზახეთი - $16.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 161%
- ყირგიზეთი - $19.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 42%
- აზერბაიჯანი - $16.0 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11%
- გაერთიანებული სამეფო - $12.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 5%
- კვიპროსი - $10.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 34%
- კანადა - $10.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11%
- სომხეთი - $8.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 31%
- ერაყი - $6.7 მილიონი, კლება წინა წელთან 15%
- ირლანდია - $6.5 მილიონი, კლება წინა წელთან 13%