Accentnews.ge
აშშ-ის საელჩო: არ ვაჩერებთ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, პირიქით, გაორმაგებული ძალისხმევით ვმუშაობთ ერთად მშვიდობისთვის

აშშ-ის საელჩო: არ ვაჩერებთ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, პირიქით, გაორმაგებული ძალისხმევით ვმუშაობთ ერთად მშვიდობისთვის

21/09/2022 13:08:13 მსოფლიო

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, როდესაც უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის, მშვიდობის დამყარებაში აშშ-ის მხარდაჭერა არ შემოიფარგლება სამხედრო დახმარებით.

ამის შესახებ საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი: "ჩვენ ღრმად გვწამს, რომ თავისუფლება და დემოკრატია ყველაზე საიმედო გზაა მშვიდობისკენ. ამიტომ ვმუშაობთ თავისუფლების მხარდასაჭერად და დემოკრატიის გასამტკიცებლად ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან მთელ მსოფლიოში. ახლა, როდესაც უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის, მშვიდობის დამყარებაში ჩვენი მხარდაჭერა არ შემოიფარგლება სამხედრო დახმარებით. ჩვენ არ ვაჩერებთ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, პირიქით, გაორმაგებული ძალისხმევით ვმუშაობთ ერთად მშვიდობისთვის.

გილოცავთ მშვიდობის საერთაშორისო დღეს!"

ფოტოზე ჩანს გათბობის ხაზების შეკეთება კიივში საცხოვრებელი სახლების, სკოლისა და ბაღისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S