Accentnews.ge
კალაძეს სატრანსპორტო კოლაფსის გამო საკრებულოში იბარებენ

კალაძეს სატრანსპორტო კოლაფსის გამო საკრებულოში იბარებენ

21/09/2022 11:55:08 საზოგადოება

ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ დედაქალაქის მერს კახა კალაძეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე იბარებს.

საკრებულოს დეპუტატი გიორგი შარაშიძე ბრიფინგზე გამოეხმაურა დედაქალაქის მერის განცხადებებს სატრანსპორტო კოლაფსთან დაკავშირებით და მისი არგუმენტები მიუღებლად მიიჩნია:

„დაუშვებლად მიგვაჩნია შექმნილი მდგომარეობის გამართლება მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით, რაც თავისთავად წარმოადგენს პრიორიტეტს დედაქალაქისთვის, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ჩვენი მოქალაქეების დისკომფორტის, დახარჯული ენერგიის, ნერვებისა და ფინანსური ზარალის ხარჯზე. თბილისში შექმნილი მდგომარეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისის მერიის მენეჯმენტის არაეფექტიანობას, რაც ნიშნავს საჭიროზე მეტი დროისა და ფინანსების ხარჯვას, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ კითხვის ნიშნებზე, რაც თბილისის მერიაში არსებულ კორუფციულ გარიგებებსა და ნეპოტიზმის ფაქტებს უკავშირდება, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია თბილისის საკრებულოს სხდომებზე და ასევე არაერთხელ დაგვიყენებია ინიციატივა ანტიკორუფციული კომისიის შექმნის შესახებ, თუმცა უშედეგოდ“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

მისი ხედვით, აუცილებელია დონორებთან თანამშრომლობით დაჩქარდეს თბილისის მეტროს გაფართოების პროექტზე მუშაობა, ასევე ძველი გზების დაჩქარებულ რეაბილიტაციასთან ერთად ახალი გზების მშენებლობა:

  • „დაუყოვნებლივ დაინიშნოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, თბილისის მერი პირადად გამოცხადდეს ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების წინაშე და დეტალურად გაგვაცნოს სატრანსპორტო კოლაფსიდან გამოსვლის კონკრეტულ ვადებში გაწერილი სამოქმედო გეგმა;
  • დაუყოვნებლივ დაიწყოს პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივის განხილვა და სატრანსპორტო რეფორმის დასრულებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა თბილისელებისთვის გახდეს უფასო;
  • დონორებთან თანამშრომლობით დაჩქარდეს თბილისის მეტროს გაფართოების პროექტზე მუშაობა, ისევე როგორც ძველი გზების დაჩქარებულ რეაბილიტაციასთან ერთად ახალი გზების მშენებლობა;
  • და ბოლოს, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის პროცესში უზრუნველყოფილ იქნას თბილისელების აქტიური თანამონაწილეობა, ჩართულობა, მაქსიმალური ინფორმირება და საგზაო სამუშაოთა ისეთი დაგეგმარება, რომ გამოირიცხოს მოქალაქეების დისკომფორტი“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S