Accentnews.ge
წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, რუსთაველის გამზირებისა და კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციაც იგეგმება

წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, რუსთაველის გამზირებისა და კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციაც იგეგმება

21/09/2022 11:21:56 საზოგადოება

თბილისის მერი კახა კალაძე წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, რუსთაველის გამზირებისა და კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციას აანონსებს. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კალაძის თქმით, მელიქიშვილის ქუჩასა და ქეთევან დედოფლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება წერეთლის რეაბილიტაცია. ვაჟა-ფშაველას და რუსთაველის გამზირების, ასევე კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი.

"ჩვენ არ გვაქვს მოცდის დრო, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ქუჩის ან გამზირის რეაბილიტაცია განვახორციელოთ. რა თქმა უნდა, ისიც არ უნდა მოგვივიდეს, რომ მთლიანად კოლაფსი მოვახდინოთ და რამდენიმე, 3-4 მნიშვნელოვანი ქუჩის და გამზირის რეაბილიტაცია ერთდროულად ვაწარმოოთ, მაგრამ ამ პროექტების განხორციელება პრინციპულად მნიშვნელოვანია. როდესაც დავასრულებთ ამ სამუშაოებს, ვიწყებთ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას, მომავალ წელს ვიწყებთ ვაჟა-ფშაველას განახლებას და რეაბილიტაციას, ამის გარეშე შეუძლებელია ქალაქის მოწესრიგებას", - თქვა კალაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S