Accentnews.ge
მეტროში ლოდინის დროის პრობლემა არაა, საცობს ხალხი ქმნის – წილოსანი

მეტროში ლოდინის დროის პრობლემა არაა, საცობს ხალხი ქმნის – წილოსანი

21/09/2022 10:55:16 საზოგადოება

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი აცხადებს, რომ მეტროში მოლოდინის დროსთან დაკავშირებით პრობლემა არ დგას და პრობლემები მეტროს სადგურ "ახმეტელისა" და "ვარკეთილის" შესასვლელთან და "სადგურის მოედანზე" იჩენს თავს.

„მეტროში მოლოდინის დროსთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ დგას. დგას მხოლოდ ახმეტელის თეატრთან და ვარკეთილის მეტროსთან, ასევე სადგურის მოედანთან დაკავშირებით. შესასვლელთან არის რიგი, თორემ მეტრო ემსახურება ბაქანზე მდგარ აბსოლუტურად ყველა მგზავრს“, – განაცხადა ვიქტორ წილოსანმა 21 სექტემბერს და დასძინა, „ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც მეტრომ გაიარა და ბაქანზე დარჩნენ ადამიანები. შეიძლება, მაჩვენოთ ბაქანზე ბევრი ადამიანი, მაგრამ ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ კადრს, სადაც მეტროში ბაქანზე ადამიანები დარჩნენ“.

წილოსანის თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა სადგურის მოედანზე:

„სადგურის მოედანზე, გადასასვლელში, სამწუხაროდ, ჩვენ, მგზავრებს არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ზოლში ვიმოძრაოთ. შესაბამისად, ისინი ქმნიანს საცობს, არ დგებიან საწინააღმდეგო მიმართულებით, ხდება შეფერხებები ერთმანეთთან და ამ შეფერხების გამო პრობლემა ექმნება გვირაბის გამტარუნარიანობას“, – თქვა ვიქტორ წილოსანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S