Accentnews.ge
რუსულ საბანკო ბარათ «Мир»-ის მომსახურება სომხეთმაც შეწყვიტა

რუსულ საბანკო ბარათ «Мир»-ის მომსახურება სომხეთმაც შეწყვიტა

21/09/2022 10:10:09 მსოფლიო

სომხეთმა რუსულ საბანკო ბარათ «Мир»-ის მომსახურება შეწყვიტა, - იუწყება სომხური მედია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბარათების მფლობელები ამიერიდან ქვეყანაში ბანკომატების მეშვეობით თანხას ვერ გაანაღდებენ.

როგორც სომხეთის ცენტრალურ ბანკში განაცხადეს, გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უკავშირდება და კომერციული ბანკები, რომლებიც თავად მართავენ საკუთარ რისკებს, რუსულ საგადახდო სისტემასთან თანამშრომლობის საკითხს ინდივიდუალურ რეჟიმში გადაწყვეტენ.

რაც შეეხება კლიენტების მომსახურებაში ცვლილებებს, კომერციული ბანკები ვალდებულები არიან, მათი წინასწარ ინფორმირება მოახდინონ.

ცნობისთვის: დღესვე ცნობილი გახდა, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ყაზახეთის სახალხო ბანკმა ("ჰალიკ ბანკმა") და ვიეტნამურმა BIDV -მ. მანამდე, 19 სექტემბერს გამოცხადდა, რომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო ორმა თურქულმა ბანკმა Iş Bankası-მ და DenizBank-მა. მათი ეს ნაბიჯი აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გაფრთხილებას მოჰყვა, რომელიც რუსეთის ფარგლებს გარეთ რუსული საგადახდო სისტემის გამოყენების შემთხვევაში სანქციების შემოღებას უკავშირდებოდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ამერიკა აპირებს, ებრძოლოს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელ "ხვრელებს" არამარტო თურქეთში, არამედ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებშიც.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული ქვეყნები «Мир»-ის ოფიციალურ ვებგვერდზე სისტემასთან მოთანამშრომლე სახელმწიფოების სიიდან უკვე ამოიღეს. მანამდე საიტზე მითითებული იყო, რომ რუსულ საგადახდო სისტემასთან თანამშრომლობდნენ: თურქეთის, ვიეტნამის, სომხეთის, სამხრეთ კორეის, უზბეკეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის ბანკები, განიხილებოდა სისტემასთან ირანის, მიანმის, ნიგერიის, ბაჰრეინის, ტაილანდის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთისა და ეგვიპტეს მიერთება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S