Accentnews.ge
ისრაელისა და თურქეთის ლიდერები 2008 წლის შემდეგ ერთმანეთს პირველად შეხვდნენ

ისრაელისა და თურქეთის ლიდერები 2008 წლის შემდეგ ერთმანეთს პირველად შეხვდნენ

21/09/2022 08:01:11 მსოფლიო

ისრაელისა და თურქეთის ლიდერები 2008 წლის შემდეგ ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. იაირ ლაპიდისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის პარალელურად გაიმართა.

მხარეებმა ენერგეტიკის საკითხები განიხილეს. ასევე ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ლაპიდმა მადლობა გადაუხადა ერდოღანს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი ითხოვს თავისი ოთხი მოქალაქის დაბრუნებას, რომელიც 2014 წლის შემდეგ ღაზას სექტორში დაიკარგა.

მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთმა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

„მიღებულია გადაწყვეტილება ისრაელში ელჩის დანიშვნაზე, ისრაელის მხრიდან ასევე მოვიდა პოზიტიური პასუხი ამ საკითხზე. მალე ჩვენი კანდიდატურა პრეზიდენტს წარედგინება“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მიესალმება ისრაელიც. პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები 2010 წელს გაუარესდა, როდესაც ისრაელის სპეცრაზმმა თურქეთიდან ღაზას სექტორისკენ მიმავალ გემზე ოპერაცია დაიწყო, რომლის დროსაც თურქეთის რვა მოქალაქე და თურქი წარმოშობის ერთი ამერიკელი დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S