Accentnews.ge
პენსი თურქეთში მიემგზავრება: "აშშ აღარ აპირებს, მოითმინოს სირიაში თურქეთის შეჭრა"

პენსი თურქეთში მიემგზავრება: "აშშ აღარ აპირებს, მოითმინოს სირიაში თურქეთის შეჭრა"

15/10/2019 08:42:35 სხვა, მსოფლიო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის დავალებით გაემგზავრება თურქეთში, რათა მოლაპარაკებებით მიაღწიოს სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას.

პენსის ინფორმაციით, 14 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ვიცე-პრეზიდენტის თქმით, აშშ აღარ აპირებს, მოითმინოს სირიაში თურქეთის შეჭრა და ანკარას ძალადობის შეწყვეტისა და მოლაპარაკებისკენ მუწოდებს. მაიკ პენსის განცხადებით, აშშ-ს თურქეთისთვის სირიაში სამხედრო ოპერაციის დასაწყებად თანხმობა არ მიუცია.

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია მწვავედ გააკრიტიკა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ. მისი განცხადებით, ტრამპმა თურქეთს მწვანე შუქი აუნთო ამერიკელების პარტნიორ ქურთებზე შეტევისთვის და უღალატა ათასობით მებრძოლს, რომელბმაც სიცოცხლე გაწირეს „ისლამური სახელმწიფოს“ ბარბაროსობისგან მსოფლიოს დასაცავად.

ქურთების შეიარაღებული ფორმირებები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციასთან ერთად იბრძვიან სირიაში ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. სირიელ ქურთებს თურქეთის მთავრობა მიიჩნევს მის მიერ ექსტრემისტულად გამოცხადებული და აკრძალული ორგანიზაციის, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეებად.

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 9 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ თურქეთის ჯარებმა სირიის ჩრდილოეთში დაიწყეს ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც მიმართულია ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S