Accentnews.ge
შოიგუმ მარტის შემდეგ მან პირველად გაასაჯაროვა დაღუპულ რუს სამხედროთა რაოდენობა

შოიგუმ მარტის შემდეგ მან პირველად გაასაჯაროვა დაღუპულ რუს სამხედროთა რაოდენობა

21/09/2022 07:08:56 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მარტის შემდეგ მან პირველად გაასაჯაროვა დაღუპულ რუს სამხედროთა რაოდენობა.

როგორც ის ირწმუნება, უკრაინაში დაიღუპა 5 937 სამხედრო მოსამსახურე.

ეს მონაცემი ჩამორჩება რეალურ მაჩვენებელს, რაც დამოუკიდებელმა მედიარესურსებმა გამოავლინეს. კერძოდ, ჟურნალისტებმა სექტემბრის დასაწყისისთვის 6 219 დაღუპულის იდენტიფიცირება შეძლეს, ხოლო ამჟამად ეს მონაცემი მეტია. მათ იდენტიფიცირებისთვის გამოიყენეს საჯარო ცნობები: დაღუპულთა ნათესავების „პოსტები“, მემორიალური დაფები, ადგილობრივი ხელისუფლებების შეტყობინებები და ა.შ. ჟურნალისტები აღნიშნავენ იმასაც, რომ მათ მიერ იდენტიფიცირებულ შემთხვევათა რაოდენობაც კი მნიშვნელოვნად ჩამორჩება რეალობას.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთმა უკრაინის ომში 50 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა. ამ მონაცემებში არ შედის ტყვედ ჩავარდნილთა რაოდენობა.

***

პენტაგონის 9 აგვისტოს მონაცემებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 70-80 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა ან დაშავდა.

ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა 5 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინაში გაჩაღებულ ომში 25 რუსი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ტყვეებისა და დაშავებულების ჩათვლით, რუსეთის დანაკარგი 80 ათასს აღწევს.

ISW–ის ანალიტიკოსების ცნობით, რუსეთის ჯარებმა აღმოსავლეთ უკრაინისთვის ბრძოლაში და განსაკუთრებით ხარკოვის რეგიონში უკრაინის კონტრშეტევის დროს დამანგრეველი დანაკარგები განიცადეს ცოცხალი ძალისა და ტექნიკის თვალსაზრისით. რამდენიმე რუსული ჯავშანტექნიკა და მექანიზებული ქვედანაყოფი სავარაუდოდ, ფაქტობრივად, განადგურდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S