Accentnews.ge
შოლცი: „არ უნდა ვიდგეთ გულგრილად, როცა კბილებამდე შეიარაღებული ბირთვული ძალა საზღვრების შეცვლას ცდილობს“

შოლცი: „არ უნდა ვიდგეთ გულგრილად, როცა კბილებამდე შეიარაღებული ბირთვული ძალა საზღვრების შეცვლას ცდილობს“

21/09/2022 06:34:54 მსოფლიო

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცმა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ვლადიმირ პუტინი უკრაინის ხელში ჩაგდების მიზნით აწარმოებს.

„არ უნდა ვიდგეთ გულგრილად, როდესაც კბილებამდე შეიარაღებული ბირთვული ძალა - გაერო-ს დამფუძნებელი წევრი და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი - ძალადობის გამოყენებით საზღვრების შეცვლას ცდილობს“, - აღნიშნა შოლცმა სიტყვით გამოსვლისას.

გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის დაცვის მნიშვნელობას.

”წესებზე დაფუძნებული მსოფლიოს ალტერნატივა არის ძლიერის ბატონობა სუსტზე. იმპერიალიზმის დაბრუნება კატასტროფაა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ კატასტროფაა ჩვენი გლობალური სამშვიდობო წესრიგისთვის. მნიშვნელოვანია, რომ აქ, ამ დარბაზში 141-მა ქვეყანამ კატეგორიულად დაგმოს რუსეთის საოკუპაციო ომი“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S