Accentnews.ge
აშშ დუშანბესა და ტაშკენტთან აწარმოებს მოლაპარაკებებს 60 სამხედრო თვითმფრინავის ირგვლივ – მედია

აშშ დუშანბესა და ტაშკენტთან აწარმოებს მოლაპარაკებებს 60 სამხედრო თვითმფრინავის ირგვლივ – მედია

20/09/2022 20:56:12 მსოფლიო

აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს ტაჯიკეთთან და უზბეკეთთან, რომლის შედეგადაც, შესაძლოა, მათ გადასცეთ 60-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი, რომლებიც ავღანეთის საჰაერო ძალების მფრინავებმა გაიტაცეს გასული წლის აგვისტოში ქვეყნის დატოვებისას, როდესაც ხელისუფლება თალიბებმა იგდეს ხელთ. იმ დროს ბევრმა ავღანელმა სამხედრომ არჩია ქვეყნის დატოვება.

Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავების გადაცემის სანაცვლოდ ვაშინგტონი დუშანბესა და ტაშკენტს დახმარებას სთხოვს ავღანეთის ტერიტორიაზე ტერორისტების დევნაში.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ამჟამად უზბეკეთში 46 ერთეული მოპარული თვითმფრინავია, ხოლო ტაჯიკეთში – 18. ცნობილია მათი მოდელებიც: Mi-17 და Black Hawk ვერტმფრენები, ასევე მოიერიშე Embraer A-29 და სამგზავრო Pilatus და Cessna. თუმცა თითოეული მოდელის ოდენობა საჯაროდ არაა ცნობილი.

Politico-ს ერთ-ერთი წყარო უამბობს, რომ ვაშინგტონი შუა აზიის ქვეყნებთან არაფორმალური შეთანხმების დადებას გეგმავს საზღვრის უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში კონტაქტების გაღრმავების მიზნით. ეს შეიძლება, მოიცავდეს სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას და ამ ქვეყნებში ჯარების ან თვითმფრინავების განლაგებას, როგორც რეგიონულ დასაყრდენში ავღანეთში ტერორისტული ქმედებების მონიტორინგისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში.

„თალიბანის“ ხელმძღვანელობამ ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ მოითხოვა ავღანეთიდან გატაცებული თვითმფრინავების და ვერტმფრენების დაბრუნება, მიიჩნევენ რა საკუთრებად.

ტაშკენტში განაცხადეს, რომ ტექნიკას მხოლოდ ამერიკულ ხელისუფლებას დაუბრუნებდნენ, რადგან მათში თანხა სწორედ აშშ-ს მთავრობამ გადაიხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S