Accentnews.ge
სტოლტენბერგი: „ფსევდორეფერენდუმები პუტინის ომის შემდგომი ესკალაციაა“

სტოლტენბერგი: „ფსევდორეფერენდუმები პუტინის ომის შემდგომი ესკალაციაა“

20/09/2022 18:32:25 მსოფლიო

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმების“ ჩატარება „პუტინის ომის შემდგომი ესკალაციაა“.

„ფსევდორეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და არ ცვლიან რუსეთის აგრესიული ომის ხასიათს უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის პუტინის ომის შემდგომი ესკალაცია. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის ეს უხეში დარღვევა და გაზარდოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ”, – წერს სტოლტენბერგი „ტვიტერზე“.

უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთთან მიერთების თაობაზე "რეფერენდუმის" დაანონსებს ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.

"რუსებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ უკანონო "რეფერენდუმი" HIMARS-ს და შეიარაღებულ ძალებს შეაჩერებს, რომ ჩვენს მიწაზე ოკუპანტები გაანადგურონ, გადაწყვიტეს ასიმეტრიული პასუხი გასცენ უკრაინის კონტრშეტევას", - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“ და დასძენს, „ნამდვილად გსურთ გაქცევისთვის საჭირო დრო ახალი შოუსთვის გაფლანგოთ? სცადეთ, საინტერესო იქნება“.

ოკუპირებული ხერსონის ოლქის ე.წ. ადმინისტრაციის „ხელმძღვანელმა“ ვლადიმერ სალდომ განაცხადა, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე ჩატარდება. ცნობილი ხდება, რომ ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S