Accentnews.ge
„საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ფილიალზე თავდამსხმელი სავარაუდოდ, დაკავებულია

„საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ფილიალზე თავდამსხმელი სავარაუდოდ, დაკავებულია

20/09/2022 15:47:21 საზოგადოება

საქართველოს ბანკის ქუთაისის ფილიალიდან, სადაც თავდამსხმელი იყო შეჭრილი, სროლის ხმა ისმოდა. ისმოდა პოლიციელების მხრიდან აპლოდისმენტების ხმაც. შსს–ს რამდენიმე ავტომანქანამ მიმდებარე ტერიტორია დატოვა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართამდამცველები შიდა ტერიტორიაზე შევიდნენ და თავდამსხმელი განეიგტრალებულია, ხოლო 12–ვე მძევალი – გათავისუფლებული. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არაა.

მედია შს მინისტრის კომენტარს ელის.

"დამნაშავე დაკავებულია, ყველა მძევალი თავისუფალია",– დაწერა სოციალურ ქსელში მთავრობის სტრატკომის უფროსის მოადგილემ ბექა მჭედლიშვილმა.

მანამდე თავდამსხმელმა მოთხოვნილი თანხის ოდენობა შეცვალა – კერძოდ 2 მილიონი დოლარის ნაცვლად მილიონნახევარი მოითხოვა.

იხილეთ ასევე: თავდამსხმელის მახასიათებლები: ქცევითი ანალიზი ექსპერტისგან

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S