სკაბეევა: ხალხს სიმართლე უნდა ვუთხრათ
20/09/2022 15:03:45 მსოფლიო
კრემლის ცნობილი პროპაგანდისტი ოლგა სკაბეევა რიტორიკას იცვლის, დასავლეთის სიძლიერეს აღიარებსდა რუსეთისთვის რეალური საფრთხეების არსებობის აღიარების მოწოდებით გამოდის.
"ხალხი გვიყურებს, გვისმენს, მას პატივი უნდა ვცეთ და სიმართლე უნდა ვთქვათ: იარაღი ამერიკელებს მშვენიერი აქვთ; ჩტდილოატლანტიკური ალიანსი (NATO) ძლიერია; დასავლეთში უამრავი საუკეთესო სპეციალისტი ჰყავთ, რომლებმაც ბრწყინვალედ იმუშავეს ხარკოვის ოლქში... სიმართლე უნდა ვაღიაროთ: მათ თავისი საქმე იციან და ერთიანად გვიტევენ. გვმართებს, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და თუ შეგვიძლია, დავიწყოთ წინსვლა. უნდა გვესმოდეს, რომ ფსონი ძალიან მაღალია და საქმე მარტივად არაა, მაგრამ ხალხს სიმართლე სჭირდება და ეს სიმართლე უნდა მივაწოდოთ" - განაცხადა სკაბეევამ თავის ტელეგადაცემაში.


