"რუსეთში პარტიზანული მოძრაობა იკრებს ძალას, ყალიბდება ქვედანაყოფები მოსკოვზე გალაშქრებისთვის"
20/09/2022 14:37:21 მსოფლიო
რუსეთში პარტიზანული მოძრაობა იკრებს ძალას. პარალელურად მიმდინარეობს სამხედრო ქვედანაყოფების ფორმირება "მოსკოვზე გალაშქრებისთვის",
ამის შესახებ ოპოზინიოერმა პოლიტიკოსმა ილია პონომარიოვმა განაცხადა:
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 21 აგვისტოს პარტიზანულმა ორგანიზაციამ, რომელიც თავს "ეროვნულ რესპუბლიკურ არმიას" უწოდებს, გაავრცელა მანიფესტი. მასში, კერძოდ, ნათქვამი იყო:
"ჩვენ, რუსი აქტივისტები, სამხედროები და პოლიტიკოსები, ამჟამად ეროვნული რესპუბლიკური არმიის პარტიზანები და მებრძოლები, რუსეთის ხალხების მჩაგვრელებსა და მძარცველებს, ომის გამჩაღებლებს კანონგარეშედ ვაცხადებთ! პრეზიდენტ პუტინს ხელისუფლების უზურპატორად და სამხედრო დამნაშავედ მივიჩნევთ, რომელმაც ხელყო რუსეთის კონსტიტუცია, სლავ ხალხებს შორის ძმათამკვლელი ომი გააჩაღა და რუსი ჯარისკაცები უშინაარსო და უეჭველი სიკვდილისთვის გაწირა. სიღატაკე და კუბოები - ერთთათვის, სასახლეები - მეორეთათვის, - ესაა პუტინის პოლიტიკის არსი.
ვთვლით, რომ ხმის უფლებაწართმეულ ადამიანებს ტირანის წინააღმდეგ ამხედრების უფლება გააჩნიათ.
პუტინი ჩამოგდებულ და განადგურებულ იქნება ჩვენს მიერ!
ჩვენი მიზანია, შევაჩეროთ რუსეთისა და მისი მეზობლების განადგურება, კრემლის საქმოსნების იმ ჯგროს საქმიანობა, რომელიც ჩვენი ხალხის სიმდიდრეს დაეწაფა და სადღეისოდ დანაშაულებს სჩადის რუსეთის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.
რუსეთის მთავრობისა და რეგიონული ადმინისტრაციების ჩინოსნებს უზურპატორის ხელშემწყობებად ვაცხადებთ! ვინც არ გადადგება, ჩვენს მიერ იქნება განადგურებული!
ბიზნესმენებს, რომლებიც ფულს კორუფციითა და ჩინოსნებთან კავშირებით შოულობენ, სამშობლოს მოღალატეებად და უზურპატორის თანამზრახველებად ვაცხადებთ. მათ ქონებას, ვინც არ მოინანიებს და საჯაროდ არ დაგმობს ამ ხელისუფლებასა და მის ომს, გავანადგურებთ, ისევე, როგორც თავად მათ.
ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს უზურპატორის თანამზრახველებად ვაცხადებთ. მათ, ვინც იარაღს არ დაყრის და სამხრეებს არ მოიხსნის, გავანადგურებთ.
მათ სამხედრო ტვირთებს, ვინც ომს აფინანსებს და მასზე ფულს აკეთებს, კანონიერ სამიზნეებად ვაცხადებთ და გავანადგურებთ.
გვახსოვს კორპუსების აფეთქებები რუსეთში, რომლებმაც პუტინი ხელისუფლებაში მოიყვანა. ვიცით, რომ რეჟიმი არც ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი დანაშაულის წინაშე არ დაიხევს უკან. ვაცხადებთ:ჩვენს აქციებს მხოლოდ ამ ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ ვახორციელებთ. ჩვენ არ ვუტევთ და არ შევუტევთ სამოქალაქო ობიექტებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს. თუ პუტინის ძალოვანები მსგავს პროვოკაციებს განახორციელებენ და ჩვენთვის მოწერას შეეცდებიან, არ დაუჯეროთ!
მოვუწოდებთ რუსეთის არმიის ჯარისკაცებს, შეწყვიტონ სროლა ჩვენი ძმებისთვის სხვა ქვეყნებიდან - საქართველოდან, სირიიდან და ა.შ.
მოვუწოდებთ რუსეთის ყველა მოქალაქეს, ჩვენს რიგებს შემოუერთდეს და ასწიოს ახალი რუსეთის თეთრ-ლურჯ-თეთრი დროშა პუტინის ხელისუფლებით შეურაცხყოფილი ტრიკოლორის ნაცვლად.
მოვუწოდებ ყველას, ვინც მზადაა საბრძოლველად, მოგვბაძოს და ჩამოვაგდოთ ეს არაადამიანური, ანტისახალხო, ორპირი რეჟიმი!
დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ რუსებს მთელს მსოფლიოში ამცირებენ იმ პირთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო, რომელთაც არ გააჩნიათ არც ეროვნება, არც სამშობლო, რომელთაც უყვართ მხოლოდ ფული და ძალაუფლება.
მსოფლიო რუსეთისთვის მტერი არ არის, ხოლო თავად რუსეთი არ არის კაცობრიობის მტერი და ჩვენ ამას საქმით დავამტკიცებთ.
ჩვენ დავიცავთ ყველას, ვინც შემოგვიერთდება.
ყველა, ვინც შეასრულებს ჩვენს პროგრამას რეჟიმის შეცვლის ჩათვლით, თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, რომელსაც უზურპატორის კანონები ითვალისწინებს.
ჩვენი გამარჯვების შემდეგ დაუყოვნებლივ გავათავისუფლებთ პუტინის ხელისუფლების მიერ უკანონოდ გასამართლებულ ყველა მოქალაქეს.
ჩვენ თავისუფლებას მივანიჭებთ რუსეთში მცხოვრებ ხალხებს და ავაშენებთ ახალ საზოგადოებას - საზოგადოებას ოლიგარქების, კორუფციის, დამამცირებელი სიღარიბისა და ჩინოსნების განუკითხაობის გარეშე, საზოგადოებას, რომელშიც თითოეული მოქალაქე ღვაწლის მიხედვით დაფასდება, საზოგადოებას ომისა და ძალადობის გარეშე.
ეს იქნება საზოგადოება, რომელშიც ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის, რომელიც თავად ირჩევს ლიდერებს, თავად აორგანიზებს ქალაქებისა და სოფლების ცხოვრებას.
საზოგადოება, რომელშიც მმართველები ვეღარ შესწირავენ ადამიანების სიცოცხლეს საკუთარ სიდიადეს და ამის ნაცვლად იფიქრებენ განათლებაზე, მედიცინაზე, სამეცნიერო პროგრესზე.
საზოგადოება, რომელშიც თითოეული მოქალაქე იამაყებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დაიბადა და რუსეთში ცხოვრება ენდომება!
გაუმარჯოს თავისუფალ რუსეთს!
სადაც არ უნდა იყოთ, იბრძოლეთ, როგორც ჩვენ, იბრძოლეთ ჩვენთან ერთად, იბრძოლეთ ჩვენზე უკეთ!
განვწმინდოთ ჩვენი სამშობლო სიძვისგან!
ჩვენ გავიმარჯვებთ!" - ნათქვამია "ეროვნული რესპუბლიკური არმიის" განცხადებაში.


