Accentnews.ge
ქუთაისში შს მინისტრი ჩავიდა

ქუთაისში შს მინისტრი ჩავიდა

20/09/2022 14:23:27 საზოგადოება

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მივიდა.

ის სავარაუდოდ, უწყების წარმომადგენლებთან თათბირობს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, საგანგებო სიტუაციების და სასაწრაფო დახმარების ბრიგადები. მედიკოსებს ბანკის შენობაში მყოფი მძევლების მდგომარეობის გასაცნობად შენობაში შესვლის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევათ.

***

ბანკის ფილიალზე თავდასხმა დღის პირველ ნახევარში მოხდა. შსს–ს ცნობით, მძევლად 12 პირი რჩება.

თავად თავდამსხმელი, რომელიც სამხედრო ფორმაშია გამოწყობილი, მძევლებს ვიდეოების ჩაწერას და გავრცელებას აიძულებს. როგორც ერთ–ერთ ვიდეოში თავდამსხმელი აცხადებს, შენობა დანაღმულია.

„როგორც კი გაიღება კარი, აფეთქდებაო“,– ამბობს მძევალი.

ამავე გზით გავრცელებული ვიდეოებიდან ირკვევა, რომ თავდამსხმელი 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, რუსულ დროშას და ანკესს მოითხოვს.

ერთ–ერთ უახლეს ვიდეოში ჩანს, რომ ბანკის შენობას ორი პოლიციელი უახლოვდება, მათგან ერთი თავდამსხმელთან კომუნიკაციას ითხოვს. ორ მძევალს (ერთი კაცი და ერთიც ქალი, რომელთაც პოლიციელებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა როგორც ჩანს, თავდამსხმელმა მისცა ) და პოლიციელებს ფილიალის ფანჯარაზე დამაგრებული გისოსები ჰყოფთ. პოლიციელებს ესაუბრება მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფი ქალი და სთხოვს, დატოვონ ტერიტორია, „თქვენ რომ მოდიართ, ცუდად გვექცევა“,– ისმის ქალის ხმა.

კიდევ ერთ ახალ ვიდეოში ისმის პოლიციელის ხმა, რომ მას თან აქვს მოთხოვნილი თანხა და კითხულობს, როგორ მიაწოდოს. თავდამსხმელი ამბობს, რომ ფანჯარაში უნდა შემოყარონ.

გამოძიება დაწყებულია "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.

სპეციალისტები ქცევითი ანალიზის მიხედვით ასკვნიან, რომ თავდამსხმელი არაა სამხედრო, ფსიქიკურად არამდგრადია, რაც შედარებით ართულებს ვითარებად, რადგან პროგნოზირება შესაძლოა, რთული იყოს. ამასთან, აღნიშნავენ, რომ არსებობს შესაბამისი პრაქტიკა და ქართველ სამართალდამცელებსაც აქვთ გავლილი შესაბამისი კურსები.

მათივე დასკვნით, მძევლების მძიმე ემოციური მდგომარეობა, რაც მაღალი ალბათობით, გამოწვეულია თავდამსხმელის მძიმე კომუნიკაციით, ადასტურებს, რომ ის დაბნეულია და ამ მხრივ სამართალდამცველებს უპირატესობა აქვ. მათი ამოცანაა, დაწიონ სტრესის დონე და რაც შეიძლება მეტი უკუკავშირი მიიღონ.

სპეციალისტების ხედვით, აქცენტი გაკეთდეს პირის აყვანაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, უსაფრთხოების კუთხით მოცემულო ბა კიდევ უფრო გართულდება, ვიდრე ეს ზგდიდის ფილიალზე თავდასხმის შემდეგ იყო – ბანკებზე გახშირებული თავდასხმები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S