"მობილიზაციის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში პუტინის რეჟიმი ჩამოიშლება" - რას ფიქრობენ რუსეთის მოქალაქეები
20/09/2022 14:21:48 მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში "მობილიზაციისა" და "საომარი მდგომარეობის" ცნებები ჩაამატა.
ანალიტიკოსების ვარაუდით, ეს მიანიშნებს რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებისთვის მზადებაზე, რომლისგანაც პუტინი ამ დრომდე ყოველმხრივ იკავებდა თავს.
საქმე იმაშია, რომ ომის ოფიციალურად გამოცხადება, გაერო-ს კანონმდებლობის თანახმად, რუსეთის მიერ საკუთარი თავის აგრესორად აღიარების ტოლფასი იქნება, ხოლო საყოველთაო მობილიზაცია ომის ოფიციალურად გამოცხადების გარეშე ვერ განხორციელდება.
დამოუკიდებელი რუსი სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, უკრაინის ფრონტზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მობილიზაციის საჭიროება პუტინის რეჟიმს ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაუდგა. თუმცა რეჟიმს რუსულ საზოგადოებაში მზარდი პროტესტის ეშინოდა და ვარაუდობდა, რომ მოქალაქეების ნაწილი მობილიზაციის შემთხვევაში მათთვის გასაცემ იარაღს პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ შეატრიალებდა. სწორედ ამით იყო განპირობებული, მათი ვარაუდით, რუსეთის ხელისუფლების მიერ მობილიზაციის ამ დრომდე გამოუცხადებლობა. მაგრამ წარმატებულმა უკრაინულმა კონტრშეტევამ, როგორც ჩანს პუტინს სხვა შანსი აღარ დაუტოვა.
თავად რუსეთის მოქალაქეების ნაწილი თვლის, რომ საყოველთაო სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში პუტინის რეჟიმი შესაძლოა, ჩამოიშალოს:


