ე.წ რეფერენდუმების გამოცხადების შემდეგ მოსკოვის ბირჟაზე რუსული კომპანიების აქციების მკვეთრი ვარდნა დაიწყო
20/09/2022 13:55:54 მსოფლიო
დონეცკისა და ლიჰანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებში რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმების გამოცხადების შემდეგ მოსკოვის ბირჟის ინდექსი 10%-ზე მეტით - 2200 პუნქტამდე დაეცა.
"Коммерсант"-ის ცნობით, 9,68%-ით დაეცა "Тинькофф Групп"-ის, 9,63%-ით - НОВАТЭК-ის, 9,82%-ით Polymetal-ის, 9,18%-ით "Сургутнефтегаз"-ის, 9,03%-ით "ЛУКОЙЛ"-ის აქციები.
როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მოსკოვის ბირჟის ინდექსის მკვეთრი ვარდნა დროში დაემთხვა ასევე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ სისხლის სამართლის კოდექსში "მობილიზაციისა" და "სამხედრო მდგომარეობის" დეფინიციების ჩამატებას.
ოკუპირებული ხერსონის ოლქის ე.წ. ადმინისტრაციის „ხელმძღვანელმა“ ვლადიმერ სალდომ განაცხადა, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე ჩატარდება. ცნობილი ხდება, რომ ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.


