აღმოსავლეთ ყირიმის თავზე ათობით რუსული გამანადგურებლები პატრულირებს
20/09/2022 13:53:37 მსოფლიო
დღეს, მთელი დღის განმავლობაში აღმოსავლეთ ყირიმის თავზე მსხვილი ჯგუფებით ათეულობით რუსული გამანადგურებელი დაფრინავს, - იუწყება Крым.Реалии.
როგორც გამოცემას ფეოდოსიის მაცხოვრებლებმა აცნობეს, ცოტა ხნის წინ მათ ერთდროულად 50-მდე СУ-35-მა გადაუფრინა და ფრენა ამ დრომდე არ წყდება.
მათივე ცნობით, გამანადგურებლები დაბალ მცირე სიმაღლეზე დაფრინავენ, რაც მოსახლეობაში შიშს იწვევს.
აღსანიშნავია, რომ ფეოდოსიის თავზე გამანადგურებლების გამოჩენა იშვიათობას არ წარმოადგენს, თუმცა ამ რაოდენობით ისინი დღემდე არ უნახავთ.
ამჯერად გამანადგურებლებს ოპუკისა და ჩაუდის პოლიგონებიდან უშვებენ, ფეოდოსიის თავზე ისინი მიმართულებას იცვლიან და სახმელეთო უკრაინისკენ იღებენ გეზს.


