Accentnews.ge
რუსეთში სამხედროებს, რომლებიც ტყვედ ჩაბარდებიან ან სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობაზე უარს იტყვიან, 15–წლიანი სასჯელით ემუქრებიან

რუსეთში სამხედროებს, რომლებიც ტყვედ ჩაბარდებიან ან სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობაზე უარს იტყვიან, 15–წლიანი სასჯელით ემუქრებიან

20/09/2022 12:29:52 მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დაუყოვნებლივ, მეორე და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც მიხედვითაც, ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარება, უარის თქმა საომარ მოქმედებებში ან სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობაზე, აგრეთვე მეთაურის ბრძანების შეუსრულებლობა 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს,– ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე.

კანონი სწრაფ ტემპში მიიღეს მრავალრიცხოვანი ცნობების ფონზე, რომ რუსი სამხედროები უარს აცხადებენ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე, ნაწილი მზადაა, ტყვედ ჩაბარდეს ჟენევის კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნების პირობით.

ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოლო წარმატებები რუსეთის ქვედანაყოფებს შორის კიდევ უფრო ამცირებს ისედაც დაბალ მორალს, რომლებიც 24 თებერვლამდე ელიტურად ითვლებოდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S