რუსეთმა აფრიკის უღარიბეს ქვეყანა კომორის კუნძულებთან კოსმოსში იარაღის არგანთავსების შესახებ შეთანხმება გააფორმა
20/09/2022 11:42:31 მსოფლიო
რუსეთმა აფრიკის ერთ-ერთ უღარიბეს სახელმწიფოსთან - კომორის კუნძულებთან გააფორმა შეთანხმება, რომლითაც მხარეები ვალდებულებას იღებენ, კოსმოსში იარაღი პირველებმა არ განთავსონ.
რუსეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი გაერო-ში ქვეყნის წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ მოაწერა, ხოლო კომორის კუძულების მხრიდან - მისმა კოლეგამ ისიმაილ შანფიმ.
ცნობისთვის: ოფიციალურად კომორის კუნძულების კავშირი (2002 წლამდე ეწოდებოდა კომორის კუნძულების ფედერაციული ისლამური რესპუბლიკა) გახლავთ საფრანგეთის ყოფილი კოლონია, ამჟამად კი — ერთ-ერთი უღარიბესი სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოეთის ოკეანეში. იგი მოიცავს კომორის კუნძულებს კუნძულ მაიოტას გამოკლებით, რომელიც საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტია, თუმცა კავშირი მას საკუთარ ავტონომიურ ერთეულად მოიაზრებს.
კომორის კუნძულებზე სასმელი წყლისა და ენერგომატარებლების მუდმივი პრობლემაა, განუვითარებელია ეკონომიკის დარგების უმრავლესობა და მოსახლეობას რთულად გააქვს თავი. ამასთან, კომორის კუნძულებზე ხშირია სახელმწიფო გადატრიალებები, რაც განვითარებას მუდმივად აფერხებს.


