ესტონეთის, მოლდოვას, პოლონეთის პრეზიდენტები და NATO-ს გენმდივანი ნიუ-იორკში ანჯეი დუდას თვითმფრინავით ერთად გაფრინდნენ
20/09/2022 10:52:41 მსოფლიო
ესტონეთის, მოლდოვას, პოლონეთის პრეზიდენტები და NATO-ს გენმდივანი ნიუ-იორკში ანჯეი დუდას თვითმფრინავით ერთად გაფრინდნენ ლონდონიდან, სადაც ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ს დაკრძალვას ესწრებოდნენ.
თვითმფრინავში გადაღებული ერთობლივი ფოტო სოცქსელებში პირად გვერდებზე ანჯეი დუდამ და ესტონეთის პრეზიდენტმა ალან კარისმა გაავრცელეს.
"გაერო-ს გენასამბელაზე ვაპირებ, ვისაუბრო რუსეთის აგრესიაზე, უკრაინის მხარდაჭერასა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების აუცილებლობაზე, ვინაიდან რუსეთს, რომელიც თავად არღვევს საერთაშორისო სამართალს, ამ დრომდე აქვს მაბლოკირებელი ხმა" - წერს ალარ კარისი.


