Accentnews.ge
გერმანიამ გაზის საცავები 90%-ზე მეტით შეავსო

გერმანიამ გაზის საცავები 90%-ზე მეტით შეავსო

20/09/2022 10:07:47 მსოფლიო

"ჩრდილოეთ ნაკადის" გაჩერების მიუხედავად, გერმანიის გაზის საცავები უკვე 90%-ზე მეტითაა შევსებული, - იუწყება deutschlandfunk ევროპული საცავების ოპერატორის მონაცემებზე დაყრდნობით.

მისივე ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობა გეგმავს, ნოემბრამდე საცავებში გაზის მარაგი 95%-მდე შეავსოს, რაც უკრაინაში ომამდელი პერიოდის იანვარ-თებერვლის თვეების მოხმარებას უტოლდება.

ცნობისთვის: სექტემბრის დასაწყისიდან რუსულმა "გაზპრომმა" "ჩრდილოეთ ნაკადი" მთლიანად შეაჩერა. იმ დროიდან გერმანია მთელ ბუნებრივ აირს ნორვეგიიდან, ჰოლანდიიდან და ბელგიიდან იღებს, ხოლო წლის მიწურულისთვის ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროზე გაზის პირველი ორი ტერმინალი ამოქმედდება.

გარდა ამისა, ბერლინი გაზის მიწოდების საკითხზე მოლაპარაკებებს აგრძელებს აფრიკის ქვეყნებთან, ყატარსა და გაერთიანებულ საემიროებთან.

მთლიანობაში ევროკავშირში გაზის საცავების შევსებულობის დონე საშუალოდ 86%-ს უტოლდება და უსწრებს განრიგს, რომლის თანახმად, პირველი ნოემბრისთვის 80%-იანი ნიშნული უნდა ყოფილიყო მიღწეული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S