უკრაინა სლოვენიისგან 28 მოდერნიზებულ ტანკ М-55S-ს მიიღებს
20/09/2022 09:48:22 მსოფლიო
სლოვენია და გერმანია შეთანხმდნენ "წრიული გაცვლის" სქემაზე, რომლის ფარგლებშიც უკრაინა სლოვენიისგან 28 მოდერნიზებულ ტანკ М-55S-ს მიიღებს, - იუწყება სლოვენიის პრემიერ-მინისტრ რობერტ გოლოვის პრესსამსახური.
სანაცვლოდ გერმანია სლოვენიას 5 საავტომობილო ცისტერნასა და 35 სატვირთო ავტომობილს გადასცემს.
"ეს "წრიული გაცვლა" სლოვენიასა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებს" - აღნიშნავენ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.
ცნობისთვის: არაერთი ქვეყანა, რომლის შეიარაღებაში ძველი საბჭოთა ტანკები შემორჩა, უკრაინის ომის ფონზე მოდერნიზებას ახორიცელებს. სლოვენიამ მოძველებული ტანკების T-55 ღრმა მოდერნიზება განახორიცელა, რომელშიც ებრაული კომპანია Elbit მონაწილეობდა. შედეგად განხორციელდა 30 ერთეული ტექნიკის მოდერნიზება.


