
მასიური აფეთქებების შემდეგ, რუსეთმა ყირიმს წყალქვეშა ნავებიც გაარიდა – ბრიტანული დაზვერვა
20/09/2022 08:48:28 ევროპა
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლობამ KILO–ს კლასის წყალქვეშა ნავები სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში – კრასნოდარის მხარეში, გადაიყვანა,– იუწყება ბრიტანული დაზვერვა უახლეს ანგარიშში.
„მაღალი ალბათობით, ეს მოხდა ადგილობრივი უსაფრთხოებისთვის დონის ბოლო პერიოდის ცვლილების გამო, შორ მანძილზე დარტყმის უკრაინის შესაძლებლობების გაზრდის ფონზე: ბოლო ორი თვის განმავლობაში თავდასხმა განხორციელდა ფლოტის შტაბ-ბინაზე და საზღვაო ავიაციის მთავარ აეროდრომზე [ანექსირებულ ყირიმში – რედ.]“, - ნათქვამია ანგარიშში.
„სავარაუდოდ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყირიმში განლაგების გარანტიები ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი მოტივაცია იყო ნახევარკუნძულის ანექსიისთვის 2014 წელს. ახლა ბაზის უსაფრთხოება პირდაპირ ძირს უთხრის რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას“, - დასძინა სადაზვერვო სამსახურმა.
აგვისტოში „როიტერი“ დასავლელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ „საკის“ აეროდრომზე მომხდარმა აფეთქებებმა რუსეთის შავი ზღვის საზღვაო ავიაციის ნახევარზე მეტი გამოიყვანა მწყობრიდან და ასეთი დანაკარგის შემდეგ, რუსეთის ჯარებს გაცილებით უჭირთ, ანექსირებული ყირიმიდან შეუქმნან საფრთხე უკრაინის შავი ზღვის ქალაქებსს, მაგალითად, ოდესას.
მანამდე ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ შეაფასა რუსული ავიაციის ზარალი: „საკის“ აეროდრომზე აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ხუთი სუ-24 და სამი სუ-30 განადგურდა.
შეგახსენებთ, რომ ყირიმში აფეთქებების სერია აგვისტოში მოხდა. უკრაინის გენშტაბმა მასთან კავშირი დაადასტურა.