
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ნატო-ს მოკავშირეებისგან თურქეთის წინააღმდეგ ზომების მიღებას მოითხოვს
15/10/2019 07:40:05 სხვა, მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ნატო-ს მოკავშირეებისგან თურქეთის წინააღმდეგ ზომების მიღებას მოითხოვს.
როგორც პენტაგონის ხელმძღვანელმა მარკ ესპერმა განაცხადა, უახლოეს დღეებში შეხვდება ნატო-ს მოკავშირეებს და მოუწოდებს მათ, თურქეთის მიერ სირიაში წამოწყებული სამხედრო ოპერაციის გამო, „დიპლომატიური და ეკონომიკური ზომები“ მიიღონ.
ცნობისთვის: 9 ოქტომბერს თურქეთმა საკუთარ საზღვრებთან საზღვრებთან „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობის მიზნით სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.