Accentnews.ge
მიღწეულია შეთანხმება კიევსა და მოსკოვს შორის 200 ტყვეს გაცვლასთან დაკავშირებით – ერდოღანი

მიღწეულია შეთანხმება კიევსა და მოსკოვს შორის 200 ტყვეს გაცვლასთან დაკავშირებით – ერდოღანი

20/09/2022 06:22:35 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ მიღწეულია შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის 200 ტყვეს გაცვლის შესახებ.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ანკარა მუშაობს კიევსა და მოსკოვს შორის ტყვეების კრიზისის გადასაჭრელად ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის დეესკალაციისთვის.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ უზბეკეთში ვიზიტისას მას რუსეთის პრეზიდენტთან ჰქონდა „სიღრმისეული“ შეხვედრები:

„მე გავაცნობიერე, რომ ისინი სინამდვილეში ცდილობენ, დაასრულონ ეს რაც შეიძლება მალე. მაგალითად, ამ ეტაპზე მიღწეულია შეთანხმება 200 ტყვეს გაცვლასთან დაკავშირებით. ეს არის კარგი განვითარება, რადგან ამით გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამჟამად მაღალჩინოსნები ამ საკითხის ტექნიკურ ნაწილს აგვარებენ“.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამჟამად ნიუ იორკში იმყოფება, სადაც ის გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაში მონაწილეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S