ერდოღანი: პუტინთან მქონდა ვრცელი დისკუსია, ის ფაქტობრუვად მაჩვენებს, რომ მზადაა, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ეს ომი
20/09/2022 05:48:11 მსოფლიო
„უზბეკეთში შევხვდი პრეზიდენტ პუტინს და გვქონდა ძალიან ვრცელი დისკუსია მასთან - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, როგორ და რამდენად სწრაფად დასრულდება უკრაინაში მიმდინარე ომი, ერდოღანმა უპასუხა, რომ „რუსეთის დამოკიდებულება ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება".
„უზბეკეთში შევხვდი პრეზიდენტ პუტინს და გვქონდა ძალიან ვრცელი დისკუსია მასთან. ის ფაქტობრივად მაჩვენებს, რომ მზადაა, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ეს. ეს იყო ჩემი შთაბეჭდილება, რადგან ის, როგორც ახლა ვითარდება მოვლენები, საკმაოდ პრობლემურია“, - აღნიშნა ერდოღანმა.
რაც შეეხება ყირიმის საკითხს, ერდოღანის განცხადებით, ეს არის ის, რასაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან 2014 წლიდან ითხოვენ, თუმცა წინ ნაბიჯი არ გადადგმულა.
„2014 წლიდან ჩვენ ვესაუბრებით ჩემს ძვირფას მეგობარ პუტინს ამის შესახებ და ეს არის ის, რასაც მისგან მოვითხოვთ. ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ ყირიმი კანონიერი მფლობელებისთვის დაებრუნებინა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, მაგრამ მას შემდეგ, სამწუხაროდ, წინ არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა“, - აღნიშნა ერდოღანმა.


