Accentnews.ge
ერდოღანი:”ტერიტორიები, რომლებზეც რუსეთი შეიჭრა, უკრაინას დაუბრუნდება“

ერდოღანი:”ტერიტორიები, რომლებზეც რუსეთი შეიჭრა, უკრაინას დაუბრუნდება“

20/09/2022 05:40:28 მსოფლიო

თუკი უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, რა თქმა უნდა, იმ მიწების დაბრუნება, რომელზედაც რუსეთი შეიჭრა, ნამდვილად მნიშვნელოვანი გახდება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, უნდა მიეცეს თუ არა უფლება რუსეთს, შეინარჩუნოს ტერიტორიის ნაწილი, რომელიც უკრაინისგან მიითვისა თებერვალში ქვეყანაში შეჭრის შემდეგ და უნდა იყოს თუ არა ეს საკითხი ამ კონფლიქტის გადაწყვეტის ნაწილი, ერდოღანმა უპასუხა: „არა, და უდავოდ არა“.

„როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთშეთანხმებაზე, სწორედ ამას ვგულისხმობთ. თუკი უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, რა თქმა უნდა, ტერიტორიების დაბრუნება ნამდვილად მნიშვნელოვანი გახდება. ეს არის ის, რაც მოსალოდნელია. ეს არის ის, რაც სასურველია, ტერიტორიები, რომლებზეც რუსეთი შეიჭრა, უკრაინას დაუბრუნდება“, - აღნიშნა ერდოღანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S