უკრაინა: ხერსონის ოლქში შეიარაღებითა და ტექნიკით დატვირთული რუსული გემი გავანადგურეთ
20/09/2022 04:21:02 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრზე გაანადგურეს რუსი სამხედროების სატვირთო გემი.
მისივე ინფორმაციით, მოწინააღმდეგე ახალი კახოვკის რაიონში ცდილობდა მდინარეზე ალტერნატიული გადასასვლელის მოწყობას, რისი შესაძლებლობაც უკრაინელმა სამხედროებმა „საცეცხლე კონტროლით“ არ მისცეს და ჩაძირეს ბარჟა, რომელზეც პირადი შემადგნლობა იმყოფებოდა და დატვირთული იყო შეიარაღებით და ტექნიკით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხერსონის ოლქში სატვირთო გემის ჩაძირვის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.


