
"საქართველო და თურქეთი დიდი ხნის პარტნიორები, კარგი მეზობლები ვართ და მტკიცედ ვიკისრეთ სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების ვალდებულება"
19/09/2022 23:29:14 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მან პრეზიდენტ ერდოღანთან ორმხრივი, რეგიონული და მრავალმხრივი დღის წესრიგის საკითხები განიხილა.
"საქართველო და თურქეთი დიდი ხნის პარტნიორები და კარგი მეზობლები ვართ, რომლებმაც მტკიცედ ვიკისრეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების ვალდებულება”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.