ფინეთი ქვეყნის ტერიტორიაზე NATO–ს ბაზის განთავსებას არ გამორიცხავს
19/09/2022 20:42:07 მსოფლიო
ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი კაიკონენმა განაცხადა, რომ ქვეყანა გეგმავს, ნატო–ს ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოდგენილობის სხვადასხვა ვარიანტები შეისწავლოს.
მისივე თქმით, ჰელსინკი უახლოეს წლებში ნატოში სამხედრო პერსონალის რაოდენობის გაზრდას გეგმავს.
ამასთან როგორც მინისტრმა აღნიშნა, ნატოს სამეთაურო სტრუქტურა და შეიარაღებული ძალები ალიანსის თავდაცვის პოლიტიკის ცენტრია.
მინისტრის განცხადებამ ფინეთის ცალკეული ოფიციალური პირებისა და პოლიტიკოსების წინადადებების ფონზე გაიჟღერა ქვეყანაში ნატოს სამხედრო ბაზის განთავსების თაობაზე. მაგალითად, ივლისში რუსეთის მოსაზღვრე ფინური ქალაქის ლაპენრანტას ხელისუფლებამ გამოაცხადა ქალაქში ნატოს ბაზის განთავსების შესაძლებლობის შესახებ მას შემდეგ, რაც ფინეთი შეუერთდება ალიანსს. მოგვიანებით ფინეთის მსხვილი ოპოზიციური კოალიცია გამოვიდა შეთავაზებით, ფინეთის უსაფრთხოება გაძლიერდეს ქვეყანაში მუდმივი ძალებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბაზის განთავსების გზით.
მედიის ცნობით, ფინეთი, რომელმაც მაისში შვედეთთან ერთად მიმართა ალიანსს გაწევრიანების თხოვნით, განიხილავს თავისი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობას ნატოს ფარგლებში ბალტიისპირეთის ქვეყნებში.


