Accentnews.ge
"სირიაში სამხედრო ოპერაცია საერთაშორისო თანამეგობრობის უმოქმედობამ დააჩქარა"

"სირიაში სამხედრო ოპერაცია საერთაშორისო თანამეგობრობის უმოქმედობამ დააჩქარა"

15/10/2019 06:42:54 სხვა, მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სირიაში სამხედრო ოპერაცია საერთაშორისო თანამეგობრობის უმოქმედობამ დააჩქარა. 

"სირიის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ჰუმანიტარული კრიზისისგან გამოწვეული ტკივილი არც ერთ ქვეყანას ისე არ უგრძვნია, როგორც თურქეთს. ჩემმა ადმინისტრაციამ დაინახა, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ აპირებდა მოქმედებას, ამიტომ შევიმუშავეთ გეგმა სირიისთვის. ლტოლვილებთან დაკავშირებული კრიზისის მოსაგვარებლად ალტერნატიული გეგმის არარსებობის გამო საერთაშორისო საზოგადოებამ ან მხარი უნდა დაუჭიროს ჩვენს ძალისხმევას, ან ლტოლვილთა მიღება უნდა დაიწყოს. თურქეთს 3,6 მილიონ სირიელ ლტოლვილზე ზრუნვა საერთაშორისო დახმარების გარეშე აღარ შეეძლო", – განაცხადა ერდოღანმა The Wall Street Journal-თან საუბარისას. 

ცნობისთვის: 9 ოქტომბერს თურქეთმა საკუთარ საზღვრებთან საზღვრებთან „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობის მიზნით სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S