Accentnews.ge
თურქეთმა რუსი პილოტების მომზადებაზე უარი განაცხადა

თურქეთმა რუსი პილოტების მომზადებაზე უარი განაცხადა

19/09/2022 19:18:51 მსოფლიო

რუსი პილოტები ვეღარ შეძლებენ ფრენის იმიტატორ ტრენაჟორებზე მომზადებას "Turkish Airlines"-ის სასწავლო ცენტრში, რომელმაც რუსულ მხარეს შესაბამისი უწყისი უკვე გაუგზავნა, - იუწყება გამოცემა "The Insider".

უწყისში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ფრენების უსაფრთხოების ევროპული სააგენტოს (EASA) მიერ სანქციების გამკაცრებას უკავშირდება.

როგორც გამოცემასთან საუბრისას რუსი საავიაციო ექსპერტები აღნიშნავენ, ვინაიდან რუსულ ავიაკომპანიებთან მოთანამშრომლე ნებისმიერი პირი და ორგანიზაცია რისკავს, მეორად სანქციებს დაექვემდებაროს, "Turkish Airlines"-ს უცილობლად მიბაძავენ სხვა სასწავლო ცენტრებიც.

"თურქი პარტნიორების უარი თანამშრომლობაზე სერიოზული დარტყმაა რუსი პილოტების კვალიფიკაციის შენარჩუნებისა და მომზადების სისტემისთვის. სწორედ თურქეთში გადიოდნენ მომზადებას რუსები იმ ტრენაჟორებზე, რომლებიც ევროპის ჩაკეტვის შემდეგ მათთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. რეგულარული პრაქტიკის შემთხვევაშიც კი ტრენაჟორებზე მომზადება პილოტებისთვის აუცილებელია" - განმარტავენ ექსპერტები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S