აშშ-მა სამი ირანული სატვირთო ბოინგი სასანქციო სიაში შეიტანა
19/09/2022 18:02:00 მსოფლიო
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ სასანქციო სიაში ჩაამატა სამი ირანული სატვირთო თვითმფრინავი "ბოინგ-747", რომლითაც, ამერიკული მხარის მონაცემებით, რუსეთში სანქციების გვერდის ავლით სხვადასხვა საქონელი, მათ შორის ელექტრონიკა გადაქონდათ.
კომპანიების Iran Air, Mahan Air და Qeshm Fars Air კუთვნილი თვითმფრინავები ამერიკულ სანქციებს უკვე დაექვემდებარა.
ამ დროისთვის ამერიკულ სასანქციო სიაში უკვე 183 ბორტია, რომელიც, აშშ-ის მონაცემებით, სანქციებისთვის გვერდის ასავლელად გამოიყენება. ირანული თვითმფრინავები სიაში პირველად მოხვდა.


