
საქართველოს პრეზიდენტი ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო ლიდერებთან ერთად დაესწრო
19/09/2022 15:45:19 საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო ლიდერებთან ერთად დაესწრო.
ცერემონიაში მონაწილეობდა: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა და მსოფლიოს 500- მდე ლიდერი. ღონისძიებაზე არ იყო მიწვეული რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს ევროპის შუაგულში – უკრაინაში.
საქართველოს პრეზიდენტმა, გუშინ დედოფალ ელისაბედ II-ის სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა.
პრეზიდენტმა 18 სექტემბერს მეფე ჩარლზ III-ის სახელით გამართულ მიღებაში მიიღო მონაილეობა, დღეს კი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის სახელით გამართულ მიღებაში.