Accentnews.ge
კიევში ომის დროს რუსი სამხედროების მხრიდან ბავშვებზე ძალადობის დადგენლი რაოდენობა დაასახელეს

კიევში ომის დროს რუსი სამხედროების მხრიდან ბავშვებზე ძალადობის დადგენლი რაოდენობა დაასახელეს

19/09/2022 15:17:16 ევროპა

უკრაინელმა სამართალდამცველებმა 4-დან 16 წლამდე ასაკის ხუთი ბავშვის იდენტიფიცირება მოახდინეს, რომლებიც სრულმასშტაბიანი ომის დროს რუსი სამხედროების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ,– ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა ისაუბრა.

„მაგრამყველას გვესმის, რომ ბევრად მეტი ასეთი ხასიათის დანაშაული...ეს რთული სამუშაოა. ჩვენ ბავშვებთან "მწვანე ოთახის" სისტემის გამოყენებით ვმუშაობთ, ფსიქოლოგის უშუალო მონაწილეობით“,– განმარტა გენპროკურორმა.

ოფიციალური მონაცემებით, რუსული აგრესიის შედეგად 759 ბავშვი დაშავდა, 390 დაიღუპა.

უკრაინის ომბუდსმენმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ 7000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი უკანონოდ გადაიყვანეს რუსეთში.

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მიხედვით, შეიარაღებული კონფლიქტების დროს ბავშვების მიმართ სერიოზულ დარღვევებად მიიჩნევა: შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვების დაქირავება და გამოყენება; ბავშვების მკვლელობა და დასახიჩრება; თავდასხმები სკოლებზე, საავადმყოფოებზე; გაუპატიურება და სექსუალური ძალადობის სხვა ფორმები ბავშვების მიმართ; ბავშვის გატაცება; ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომაზე უარის თქმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S