ბორელი: ომის შეწყვეტის პირობების განმსაზღვრელი უკრაინა იქნება
19/09/2022 13:41:00 მსოფლიო
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის შეფასებით, რუსეთთან ომის შეწყვეტის პირობების განმსაზღვრელი უკრაინა იქნება.
"რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა, კიდევ დიდხანს გაგრძელდეს, რადგან პუტინი ნებით იარაღს არ დაყრის. მაგრამ უკრაინელები და მხოლოდ უკრაინელები იქნებიან შეიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტის პირობების განმსაზღვრელები" - განაცხადა ბორელმა.
მისივე ვარაუდით, ამ პირობებს შორის შეიძლება, იყოს უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარის სრულად გასვლა, აგრესორის ფინანსური შენატანი უკრაინის აღდგენაში, ასევე სამხედრო დანაშაულებში ბრალდებულ პირთა მორალური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.


