Accentnews.ge
"მომავალ წელს მოგვაწვდიან": სამაშველო და სახანძრო ვერტმფრენებზე 50 მლნ დაიხარჯება

"მომავალ წელს მოგვაწვდიან": სამაშველო და სახანძრო ვერტმფრენებზე 50 მლნ დაიხარჯება

19/09/2022 13:13:53 საზოგადოება

სამაშველო ვერტმფრენის შესაძენად შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 50 მლნ ლარით გაიზარდა,– ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

„შს სამინისტროს ბიუჯეტი გაზრდილია 70 მლნ ლარით და აქედან 50 მლნ გათვალისწინებულია სამაშველო ვერტმფრენების შესაძენად, ხოლო 20 მლნ პოლიციელთა ბინების მშენებლობისთვის, საქმე ეხება იწყება ახალ პროექტს, ე.წ. პოლიციის ქალაქს.

რაც შეეხება ვერტმფრენებს, მათი მოწოდება მომდევნო წელს მოხდება და ეს არის, როგორც სამაშველო ისე სახანძრო. ექნება სრული ეკიპირება - სამაშველო და სახანძრო ფუნქცია. საჭიროება გაცილებით მეტია, შეიძლება თვითმფრინავებიც გვჭირდებოდეს და დამატებით სახანძრო მანქანებიც, ძალიან ბევრი მიმართულებით ბევრი საჭიროებაა, თუმცა უნდა გვესმოდეს, რა შესაძლებლობა გვაქვს“, - თქვა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე კაკაურიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S