Accentnews.ge
ევროკავშირი თურქეთს სირიიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი თურქეთს სირიიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს

15/10/2019 05:14:49 სხვა, მსოფლიო

ევროკავშირი თურქეთს ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ცალმხრივი სამხედრო მოქმედების შეწყვეტისა და სირიიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს, -ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის საბჭოს განცადებაში, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

“ევროკავშირი გმობს თურქეთის სამხედრო მოქმედებას, რომელიც ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას და უსაფრთხოებას, აზარალებს მშიდობიან მოსახლეობას და აქცევს მათ დევნილებად,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ სამხედრო ოპერაცია, რომელსაც თურქეთი სირიაში ახორციელებს, ართულებს სირიაში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ გაეროს ხელმძღვანელობით მიმდინარე პროცესს და ასევე იმ პროგრესს, რაც „გლობალურმა კოალიციამ“ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების წინააღმდეგ ბრძოლაში მიაღწია.

„ევროკავშირი მხარს უჭერს სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“- აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ თურქეთი თურქეთი ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„თურქეთი ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი და რეგიონსა და სირიაში არსებული კრიზისის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მონაწილეა. თურქეთის მღელვარება ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფარგლებში, პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით და არა სამხედრო მოქმედებით უნდა გადაიჭრას,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის გაეროს უსაფრთხოების საბჭომ, უნდა გააგრძელოს ძალისხმევა, რათა თურქეთის სამხედრო მოქმედება სასწრაფოდ შეწყდეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ მტკიცე ეროვნული პოზიცია გამოხატა და თურქეთში იარაღის ექსპორტი აკრძალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S