Accentnews.ge
რუსეთი და ჩინეთი "შემდგომ სამხედრო თანამშრომლობაზე" შეთანხმდნენ

რუსეთი და ჩინეთი "შემდგომ სამხედრო თანამშრომლობაზე" შეთანხმდნენ

19/09/2022 10:07:43 მსოფლიო

ჩინეთი და რუსეთი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ერთობლივი წვრთნების გამართვაზე შეთანხმდნენ,- იუწყება „როიტერი“ რუსეთის უშიშროების საბჭოზე დაყრდნობით.

„მხარეები შეთანხმდნენ შემდგომ სამხედრო თანამშრომლობაზე აქცენტით ერთობლივ წვრთნებზე და პატრულირებაზე, ასევე გენერალურ შტაბებს შორის კონტაქტების გაძლიერებაზე“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

ჩინეთში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, რომელიც არსებული ცნობებით, ჩინელ კოლეგებთან უსაფრთხოების სფეროში კონსულტაციებს გამართავს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S