კორონავირუსის პანდემია დასრულდა - ბაიდენი
19/09/2022 08:56:17 მსოფლიო
აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია დასრულებულია.
როგორც Reuters- აღნიშნავს, ბაიდენმა განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც ქვეყანა კვლავ აგრძელებს კორონავირუსული ინფექციების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას, რომელსაც ყოველდღიურად ასობით ამერიკელის სიცოცხლე ეწირება.
"ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს კოვიდთან დაკავშირებული პრობლემა და ბევრს ვმუშაობთ მასზე, თუმცა, პანდემია დასრულებულია. თუ დააკვირდებით, პირბადე არავის უკეთია. როგორც ჩანს, ყველა საკმაოდ კარგ ფორმაშია". - თქვა ბაიდენმა.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ყოველდღიურად დაახლოებით, 400 ადამიანი იღუპება.


