1987 წლის შემდეგ პირველად, კვიპროსი აშშ–დან იარაღის შეზღუდვების გარეშე მიღებას შეძლებს
19/09/2022 07:41:31 მსოფლიო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კვიპროსს იარაღის ემბარგო მოუხსნა. შესაბამისად, 1987 წლის შემდეგ პირველად, კვიპროსი აშშ–დან იარაღის შეზღუდვების გარეშე მიღებას შეძლებს.
"დიდი კმაყოფილებით მივესალმები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას კვიპროსისთვის იარაღის ემბარგოს სრული მოხსნის შესახებ. ეს არის ისტორიული ეტაპი, რომელიც ორ ქვეყანას შორის მზარდ სტრატეგიულ პარტნიორობაზე მიუთითებს, მათ შორის, უსაფრთხოების სფეროში". - წერსTwitter-ზე კვიპროსის მაღალჩინოსანი.
აშშ-ს მხრიდან აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეწინააღდეგება თურქეთი.
1987 წელს შეერთებულმა შტატებმა კვიპროსს იარაღის ემბარგო დაუწესა, რათა კონფლიქტის მხარეები თავად კვიპროსში, ისევე როგორც მათი გარანტი ქვეყნები საბერძნეთი და თურქეთი, დიპლომატიური გადაწყვეტისკენ წასულიყვნენ.


