Accentnews.ge
სირიაში ამერიკული ბაზის მიმართულებით რაკეტები ისროლეს

სირიაში ამერიკული ბაზის მიმართულებით რაკეტები ისროლეს

19/09/2022 07:37:20 მსოფლიო

სირიაში მწვანე სოფელში მდებარე ამერიკულ ბაზეზე ჯერჯერობით გაურკვეველმა ჯგუფებმა სარაკეტო იერიშის მიტანა სცადეს.

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, მათი ბაზისკენ 107 მმ.-იანი 3 რაკეტა ისროლეს, რომლებმაც მიზანს ვერ მიაღწიეს და ვერ შეძლეს კოალიციური ძალების ან აღჭურვილობის დაზიანება.

ასევე, ბაზიდან 5 კილომეტრის დაშორებით იპოვეს მეოთხე რაკეტა და დანარჩენი სამი რაკეტის გამშვები დანადგარები.

აშშ-ს ძალები ჩრდილოეთ სირიაში თავდასხმას იძიებენ.

გასულ თვეში წვანე სოფლის ბაზა სავარაუდოდ, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების სამიზნე გახდა, რასაც აშშ-მ კონტრიერიშით უპასუხა. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ეს იერიშები ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის მიერ იყო ნაკარნახევი. ირანი მსგავს კავშირს უარყოფს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S