Accentnews.ge
"ამერიკული ჯარი დაიცავს": ბაიდენმა პეკინი გააფრთხილა

"ამერიკული ჯარი დაიცავს": ბაიდენმა პეკინი გააფრთხილა

19/09/2022 07:25:56 მსოფლიო

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკული ჯარი დაიცავს ტაივანს ჩინეთის შემჭრის შემთხვევაში,– ამის შესახებ მან ამერიკულ ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ამერიკელი სამხედროები ჩაერთვებიან ტაივანის დაცვაში ჩინეთის შემჭრის შემთხვევაში, ბაიდენმა უპასუხა: "დიახ, თუ ეს არის უპრეცედენტო თავდასხმა".

ჟურნალისტის კითხვას, გულისხმობდა თუ არა ბაიდენი იმას, რომ უკრაინის ომისგან განსხვავებით, ამერიკელი სამხედროები კუნძულს დაიცავდნენ, ბაიდენმა დადებითად უპასუხა.

CBS-ის ინტერვიუ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან გასულ კვირას ჩაიწერა. მაისში ბაიდენს ჰკითხეს, მზად იყო თუ არა აშშ მონაწილეობა მიიღოს სამხედრო მოქმედებაში ტაივანის დასაცავად და მან უპასუხა: "დიახ. ეს არის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ". ამასთან, ბაიდენმა CBS–თან გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები რჩება "ერთი ჩინეთის" პოლიტიკის ერთგული, რომლის მიხედვითაც, ვაშინგტონი ოფიციალურად აღიარებს პეკინს და არა ტაიპეის.

***

რეგიონში ვითარება აგვისტოში დაიძაბა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის ფონზე, რომელსაც ჩინეთი თავის ტერიტორიად მიიჩნევს.

ტაივანს 2 აგვისტოს ეწვია. პეკინმა აღნიშნული "ჩინეთს შიდა საქმეეებში ჩარევად შეაფასა" და რამდენიმე საპასუხო ნაბიჯი გადადგა. კერძოდ, ჩინეთმა აშშ–სთან თანამშრომლობა მთელ რიგ საკითხებზე შეწყვიტა. ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, შეწყვეტილია თანამშრომლობა აშშ–სა და ჩინეთს შორის კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით. გაუქმებულია აშშ-ისა და ჩინეთის სამხედრო ლიდერებს შორის დიალოგი. შეწყვეტილია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა დანაშაულთან დაკავშირებით, ასევე –საზღვაო უსაფრთხოების მექანიზმებთან, ნაკრკოპოლიტიკასთან და იმიგრაციასთან დაკავშირებით.

ამასთან, ჩინეთმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის და მისი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა.

ასევე ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, განაცხადა, რომ ტაივანთან ვაჭრობას ნაწილობრივ აჩერებს. როგორც ჩინეთის მთავრობაში აღნიშნეს, 3 აგვისტოდან აიკრძალა ტაივანისთვის სამშენებლო ქვიშის მიწოდება და ტაივანიდან ციტრუსების და ზოგიერთი სახეობის თევზის იმპორტი.

გარდა ამისა, პეკინმა ტაივანის ირგვლივ სამხედრო წვრთნები, მათ შორის ცოცხალი ცეცხლის გამოყენებით 5–7 აგვისტოს პერიოდში გამართა. მოგვიანებით, ჩინეთმა წვრთნები რამდენიმე ადგილზე დაიწყო.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის შემდეგ ტაივანს 14 აგვისტოს შეერთებული შტატების კონგრესის ხუთწევრიანი დელეგაციაც ეწვია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S