კლინტონი: "რუსეთს NATO-ში საბოლოო გაწევრიანების პერსპექტივა შევთავაზე"
19/09/2022 06:38:46 მსოფლიო
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი იხსენებს, რომ მან რუსეთს შევთავაზე არა მხოლოდ სპეციალური პარტნიორობა ნატო-სთან, არამედ ალიანსში საბოლოო გაწევრიანების პერსპექტივა.
როგორც კლინტონმა CNN–თან აღნიშნა, ნატო-ს გაფართოებამ აღმოსავლეთ ევროპაში კრიზისი აიცილა თავიდან და რომ ამ ქვეყნებს ჰქონდათ უფლება, ეცხოვრათ უსაფრთხოდ
„მე შევთავაზე რუსეთს არა მხოლოდ სპეციალური პარტნიორობა ნატო-სთან, არამედ ნატო-ში საბოლოო გაწევრიანების პერსპექტივა, იმის მტკიცებით, რომ ჩვენი უსაფრთხოების ყველაზე დიდი პრობლემები მომავალში არასახელმწიფო აქტორებისგან წამოვიდოდა ან ავტორიტარული სახელმწიფოებიდან, რომლებიც ყიდიან ქიმიურ, ბიოლოგიურ და ბირთვულ შესაძლებლობებს ტერორისტულ ჯგუფებზე. და ეს ერთად უნდა გავაკეთოთ. ელცინს ვკითხე: "მართლა გგონიათ, რომ მე გამოვიყენებ პოლონეთის საჰაერო ბაზას რუსეთის დასაბომბად?" რაზეც მან თქვა: "არა, მაგრამ რუსეთის ევროპულ ნაწილში ბევრ მოხუც ქალს სჯერა ამის, რადგან მათი ისტორიული მეხსიერება მოიცავს ჰიტლერის მოგონებებს, ხოლო მათი ბებია-ბაბუების – ნაპოლეონის”, – გაიხსენა კლინტონმა.


