
პრეზიდენტი:"ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს იზიუმში, ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი"
18/09/2022 15:27:06 პოლიტიკა
უმკაცრესად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს იზიუმში, ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზირაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„უმკაცრესად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს იზიუმში. ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. უკრაინა არ დაეცემა და დადგება მშვიდობა! #SlavaUkraini“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
მას შემდეგ, რაც უკრაინულმა მხარემ დაიბრუნა ქალაქი იზიუმი, აღმოაჩინეს არაერთი სამარხი, სადაც ნაწამები და მოკლული უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს მიაკვლიეს.