Accentnews.ge
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ნენსი პელოსს ერევანში გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს

აზერბაიჯანის საგარეო უწყება ნენსი პელოსს ერევანში გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს

18/09/2022 14:10:56 პოლიტიკა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ნენსი პელოსის განცხადებას პასუხობს.

„პელოსის უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებები აზერბაიჯანის მისამართით მიუღებელია“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, "მიმდინარე წლის 12-13 სექტემბრის ღამეს პირობით, არადელიმიტირებულ საზღვარზე მომხდარი ინციდენტი არის სომხეთის მასშტაბური სამხედრო პროვოკაცია აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომელიც აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აღკვეთეს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად".

უწყების ინფორმაციით, ამჟამად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაცულია და სიტუაციის ესკალაცია აღკვეთილია, ხოლო რეგიონში ვითარების გამწვავებასა და ფართომასშტაბიან პროვოკაციაზე მთელი პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.

„ზოგადად, პელოსი ცნობილია როგორც პროსომხური პოლიტიკოსი და მის დელეგაციაში კონგრესის პროსომხური წევრების ყოფნა ამის დასტურია. კონგრესის შუალედური არჩევნების პერიოდის მოახლოების გათვალისწინებით, პელოსი ამ ვიზიტს თავისი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგისთვის და აშშ-ში სომხური ლობისტური წრეების მხარდაჭერის მოსაპოვებლად იყენებს. აშშ-ის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიდან, პოლიტიკური ინტრიგებისა და ინტერესების ლობირების სომხეთის მეშვეობით სამხრეთ კავკასიის რეგიონში გადატანა, დაუშვებელია“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო უწყების განმარტებით, ნენსი პელოსის მიერ ერევანში გაკეთებული განცხადება უნდა ჩაითვალოს „სომხური პროპაგანდის საფუძველზე გაკეთებულ განცხადებად, რაც სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებზე“.

სამინისტროს განცხადებით, „ასეთი ცალმხრივი ნაბიჯები და უსაფუძვლო განცხადებები ემსახურება რეგიონში არა მყიფე მშვიდობის განმტკიცებას, არამედ, პირიქით, დაძაბულობის ესკალაციას“.

ცნობისთვის: აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ერევანში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზხე განაცხადა, რომ "ის და მისი დელეგაცია, კონგრესის სახელით, მკაცრად გმობს აზერბაიჯანის მხრიდან არაკანონიერ და სასიკვდილო თავდასხმას სომხეთის ტერიტორიაზე".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S