Accentnews.ge
BBC: პოლონეთში რუსეთის ათობით მოქალაქემ ბინადრობის განახლება ან მიღება ვერ შეძლო

BBC: პოლონეთში რუსეთის ათობით მოქალაქემ ბინადრობის განახლება ან მიღება ვერ შეძლო

18/09/2022 09:54:07 მსოფლიო

ომამდე პოლონეთში ჩასულმა რუსეთის რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ ბინადრობის ნებართვის მიღება ან განახლება ვერ შეძლო. უარის მიზეზი მათ არ განუმარტეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.

გამოცემის თანამოსაუბრეებმა მიიღეს წერილები, რომ მათი საიმიგრაციო საქმე გაუქმდა. მიზეზები კლასიფიცირებულია და დაკავშირებულია ეროვნული უსაფრთხოების საფრთხესთან.

ამ შემთხვევაში პირს ქვეყნიდან გასასვლელად ეძლევა 30 დღე. ალტერნატივა სასამართლოსთვის გასაჩივრებისთვის მიმართვაა.

BBC-ის ცნობით, 2021 წელს, ქვეყანაში ბინადრობის მოწმობაზე და მუდმივ ბინადრობზე უარი 6,3 ათას რუსეთის მოქალაქეს ეთქვა. 2022 წელს კი, უკრაინაში ომის დასაწყიდან, ამ რიცხვმა დაახლოებით ექვსიათასს უკვე მიაღწია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S